პროექტი


  1. პროექტის სახელწოდება : ბარბარიზმები და სალიტერატურო ენა 
  2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1-2 წინადადებით:  :ბარბარიზმების გავლენა თანამედროვ ენობრივ  ნორმებზე
  3. პროექტის აქტუალობა:ენა ცოცხალი ორგანიზმია და ის განიცდის , როგორც დადებით, ისე უარყოფით გავლენას.
  4. პროექტის მიზანი: მოსწავლეები  სხვადასხვა წყაროების გამოყენებით მოიძიებან ბარბარიზმებს და განმარტავენ სალიტერატურო ქართულით და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით
  5. მოსწავლეთა ასაკი:15
  6. ვადები / ხანგრძლივობა:ორი კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს,გააკეთებენ რეიტინგს ყველაზე ხშირად გამოყენებული ბარბარიზმებისა,საკლასო ოთახში გამოაკრავენ ფლიბჩარტს,სადაც ეწერება ბარბარიზმები და გვერდით სწორი ფორმები
  8. პროექტისთვის საჭირო რესურსები:მოსწავლეტა მიერ მოძიებული მასალები,ინტერნეტი,ფლიფჩარტი,მარკერები,ბარათები...
  9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობა):მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად,ერთი ფგუფი აკვირდება თანაკლასელების მეტყველებას,მეორე ჯგუფი პოულობს ბარბარიზმებს ტელესივრცეში ,მესამე ჯგუფი აკვირდება მასწავლებლების,ოჯახის წევრების მეტყველებას.
  10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან  / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;  მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;  მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (იყენებს რიტორიკულ შეკითხვებს, მიმართვას, ერთობლივი მოქმედების ამსახველ განმაზოგადებელ ფორმებს. მაგ., „ჩვენი მიზანია...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „როგორც ვიცით...“ და სხვ.);
  11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ):ირმა ყანჩაველუი
  12. ხელმძრვანელის ელ.ფოსტა:irmakanchaveli@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი https://irmakanchaveli.blogspot.com/ 


No comments:

Post a Comment